აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენს Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.
„ბევრისგან მოვისმინე, თუ როგორ აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტს პუტინთან საუბრის გამო. აუცილებელი არაა უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდე, მაგრამ თუ მშვიდობის მიღწევა გსურს, მაშინ ძლიერი უნდა იყო. ასევე, აუცილებელია ხალხს ესაუბრო და აქტიურ, აგრესიულ დიპლომატიაში ჩაერთო“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
















