5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა

The Times of Israel-ი ისრაელის მე-12 არხზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა.

ისრაელის მე-12 არხის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხი განიხილეს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმების კომპონენტები განიხილეს.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფთან აწარმოებდა. მოგვიანებით, ღალიბაფმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ყალბ ამბებს ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის იყენებენ და ასევე იმისთვის, რომ თავი დააღწიონ იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი“, – დაწერა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია წევრ ქვეყნებს ენერგეტიკული რეზერვების შევსებას ოფიციალურად სთხოვს
შემდეგი სტატიამაკრონი: ლიბანის ბრძოლა დღეს სამართლიანია