24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს ისლამაბადში გაემგზავრება

გამოცემა „აქსიოსის“ ინფორმაციით, თეირანმა უმაღლესი სულიერი ლიდერისგან აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის თანხმობა მიიღო, ჯეი დი ვენსი დღეს ისლამაბადში გაემგზავრება.

გამოცემის ინფორმაციით, თეირანმა უმაღლესი ლიდერისგან აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის თანხმობა მიიღო.

„აქსიოსის“ ცნობით, ირანელები მოლაპარაკებებზე ჩასვლას აყოვნებდნენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზეწოლის გამო, რომლებიც მოითხოვდნენ, მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-ის ბლოკადის მოხსნის შემდეგ დაწყებულიყო.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, პაკისტანელმა, ეგვიპტელმა და თურქმა შუამავლებმა ირანელებს მოლაპარაკებებზე დასწრებისკენ მოუწოდეს.

banner
წინა სტატიაშიირანში მამაკაცი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს მეჩეთის დაწვის ბრალდებით დააკავეს, სიკვდილით დასაჯეს
შემდეგი სტატიასაქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს