25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ირანი რეგიონში არასტაბილურობის ძალა იყო, ახლა ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა გვსურს

ბოლო რამდენიმე საათში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში, ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, რომ ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ“, – განაცხადა ვენსმა.

ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა სურს“.

„ირანი რეგიონული არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა იყო. ახლა მომავალს ვხედავთ, სადაც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპალესტინური მედია ღაზის სექტორში IDF-ის მორიგ დარტყმაზე და მსხვერპლზე იუწყება
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ტელეკომპანია “ფორმულას” გადასარჩენად რეაგირებაა საჭირო