აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ რეზიდენციას თავს დაესხნენ

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის რეზიდენციას, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში, უცნობი პირი დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტის “ქონების დაზიანების, მათ შორის ფანჯრების ჩამსხვრევის” ბრალდებით ცინცინატის პოლიციის დეპარტამენტმა ზრდასრული კაცი დააკავა. მის მიერ განხორციელებული თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია.

“ინციდენტის დროს რეზიდენცია ცარიელი იყო და ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ,” – ნათქვამია საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ევროპა უნდა დარჩეს ერთიანი, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავსრულდებით” – დონალდ ტუსკი
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში ნიკოლას მადუროს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი გაიყინა