აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ორ კონსერვატიულ შტატში (დასავლეთ ვირჯინიასა და აიდაჰოში) ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში ასპარეზობას უკრძალავს. გადაწყვეტილებას მხარი 6-მა მოსამართლემ დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი წავიდა.
მოსამართლე ბრეტ კავანოს განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა არ არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას (კანონის წინაშე თანასწორობა) და არც 1972 წლის განათლების აქტის მეცხრე თავს, რომელიც სქესობრივ დისკრიმინაციას კრძალავს.


















