21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის განკარგულება, რომელიც ჩვილებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას ზღუდავდა, გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებული შვილებისთვის ამერიკის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს კონსტიტუციით გარანტირებული 150-წლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებული ჩვილები ავტომატურად იღებენ აშშ-ის მოქალაქის სტატუსს.

აღნიშნულ აღმასრულებელი განკარგულების ცვლილებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა, თუმცა გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა.

banner
წინა სტატიაშიდიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მიმღებ პირებს სამუშაოს დაწყების შემდეგ 10 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ
შემდეგი სტატიასულხან თამაზაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა