აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დასახმარებლად 40 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის დამტკიცების გამო.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახლახან მხარი დაუჭირა ახალ და მნიშვნელოვან დახმარების პაკეტს ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური დემოკრატიისთვის, თითქმის 40 მილიარდი დოლარი. მეორე კენჭისყრა სენატში მალე გაიმართება. შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს პრეზიდენტი ბაიდენი და ძალაში შევა. მადლიერი ვარ ამერიკელი ხალხის და ყველა ჩვენი მეგობრის კონგრესსა და ადმინისტრაციაში, ამ მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.

ამერიკელ პოლიტიკოს ჩაკ შუმერის განცხადებით, კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაში69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ