14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მოსკოვში — ზელენსკი ამერიკულ მხარესთან გამართულ კონსულტაციებზე საუბრობს

“დღეს მივიღეთ ინფორმაცია ამერიკული მხარისგან მოსკოვში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შესახებ. იქ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკულ მხარეს როგორც წინა დღეს, ისე ახლაც. მადლობელი ვარ მოწოდებული ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრის საჭირო ტონალობისთვის. ჩვენ ვაფასებთ ნაბიჯების შეთანხმებულობას და იმას, რომ ამერიკა წინ წევს სრულიად რეალისტურ ხედვას იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი და რა უნდა გაკეთდეს. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და უნდა შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ეს მოხდეს”,_  ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში მძარცველებმა მოძრავი სატვირთოდან 105 კგ ქათმის ხორცი მოიპარეს
შემდეგი სტატიარუსეთმა ქართული ვისკის იმპორტი 8-ჯერ გაზარდა