აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის სანქცირებული აქტივების გამოყენებას უკრაინის დასახმარებლად

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, რუსეთის სანქცირებული თანხები უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოიყენოს. ეს მოიცავს უკრაინისთვის, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე უკრაინელების დახმარებას სხვა ქვეყნებში განსახლების პროცესში.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 417-მა კონგრესმენმა, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა. ინიციატივის თანახმად, აქტივები უნდა გაიყიდოს, მიღებული თანხა კი უკრაინას მოხმარდეს.

დოკუმენტი განმარტავს, რომ ეს ზომები უნდა იქნას მიღებული 2 მილიონი აშშ დოლარის ან მეტის ღირებულების აქტივების მიმართ, მათ შორისაა რუსული ენერგოკომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივებიც.

პროექტის მიხედვით, აშშ-მა უნდა შექმნას უწყებათაშორისი ჯგუფი სახელმწიფო მდივნის მეთაურობით, რომელიც “განსაზღვრავს იმ კონსტიტუციურ მექანიზმებს”, რაც შესაძლებელს გახდის ამ კანონპროექტის პრაქტიკაში განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ, მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება – NGO-ები “ოცნებას”
შემდეგი სტატიაზახაროვა დასავლეთს – არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას – პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, მკაცრი პასუხი მოჰყვება!