19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

აშშ-ის წამყვანმა სატელევიზიო ქსელებმა ტრამპის პრესკონფერენციებისა და ღონისძიებების გადაღებას ბოიკოტი გამოუცხადეს

აშშ-ის წამყვანმა სატელევიზიო ქსელებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა ტრამპის პრესკონფერენციებისა და ღონისძიებების გადაღებას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ტელეკომპანიებმა გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღეს, რაც თეთრმა სახლმა CNN-ის, MS NOW-ის და Politico-ს ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე არ დაუშვა. ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელისა და თეთრი სახლის სატელევიზიო პულის თავმჯდომარის, ბრაიან ბოტონის ელექტრონულ წერილში, რომელიც Politico-მ გაავრცელა.

„სატელევიზიო პული არ გააშუქებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც პრეზიდენტის პულური გაშუქების კატეგორიაშია მოაზრებული“ – წერს ბოტონი წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, “ყალბი ამბების გავრცელების” გამო, თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები – CNN, MS NOW და Politico – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. დავის მთავარი მიზეზი თეთრ სახლში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვა გახდა.

მედიაკომპანიები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც პრესის თავისუფლებას იცავს და ხელს უშლის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.

banner
წინა სტატიაშისაია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება
შემდეგი სტატიაცოტნე კობერიძე: ღარიბაშვილის გაოპოზიციონერებულობის არ მჯერა