9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მნიშვნელოვან შეხვედრას არ დაესწრება

“აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი 12 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მნიშვნელოვან შეხვედრას არ დაესწრება, რაც ვაშინგტონის ალიანსისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს ბადებს”, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს.

გამოცემა ამერიკულ და ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჰეგსეთის ნაცვლად შეხვედრას თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი დაესწრება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კოლბი პენტაგონში მესამე ყველაზე მაღალი რანგის სამოქალაქო პირია, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტში მსახურობს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის ახლო მოკავშირეა.

მათივე თქმით, პენტაგონში ის ევროპის საკითხების მხარდამჭერია და ის ასევე პასუხისმგებელია ევროპიდან აშშ-ის ჯარების მოსალოდნელი გაყვანის გეგმების შემუშავებაზე, რაც არაერთხელ გადაიდო.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰეგსეტი ნატო-ს შეხვედრას გამოტოვებს. მედიის ცნობით, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ნატო-ს მინისტერიალს არ დაესწრო და შეხვედრაზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

banner
წინა სტატიაშირეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა – შსს-ს 2025 წლის სტატისტიკა
შემდეგი სტატიააშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ვიზის ვადას გადააცილეს, აშშ-ის საელჩო უკავშირდება