აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნი: გამოხმაურებას, რომელსაც ჩვენ უკრაინის საარტილერიო ძალებისგან ვიღებთ M777-ების სარგებლიანობაზე, ძალიან დადებითია

დონბასში რუსული არმიის წინსვლის ძალისხმევას უკრაინული არტილერია აფერხებს. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალური პირის თქმით, ამჟამად ბევრი ბრძოლა მიმდინარეობს იზიუმსა და სლავიანსკს შორის, მაგრამ იქ რუსებს დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა ოკუპანტებს წინსვლა აქვთ პოპასნას დასავლეთით.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 89 ერთეული M777 ტიპის ჰაუბიცის აბსოლუტური უმრავლესობა ფრონტზეა განლაგებული.

„გამოხმაურებას, რომელსაც ჩვენ უკრაინის საარტილერიო ძალებისგან ვიღებთ M777-ების სარგებლიანობაზე, ძალიან დადებითია“, – განაცხადა თავდაცვის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 30-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა ამ ჰაუბიცების ტექნიკური კურსი და კიდევ 17 გადის ორკვირიან ტექნიკურ კურსს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის არტილერიამ რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანდგურა (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსეთს სურს ახალი შეთანხმებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან