13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავს დაარტყეს – დაიღუპა 2 პირი

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავს დაარტყეს – დაიღუპა 2 პირი.  თავდასხმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა. 

ამერიკის სამხრეთის სარდლობის განცხადებით,  „სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ ნავზე“ განხორციელდა.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ ნავი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს მოკლულია ორი ნარკოტერორისტი. აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირანმა თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან კომერციული რეისები ომის შემდეგ პირველად აღადგინა
შემდეგი სტატიარუსეთში შენობას დრონი მოხვდა-არიან დაშავებულები