13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკამ ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა.

„ბლოკადა 36 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა. აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ბრედ კუპერი.

კუპერის ცნობით, აშშ-მა ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანული ნავთობის გაყიდვის მიზნით დაწესებულ საშეღავათო ნებართვას აღარ გაახანგრძლივებს
შემდეგი სტატიასიღნაღში დააკავეს პირი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა