11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

აშშ-ის სენატში მთავრობის მიერ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაფინანსება დაიბლოკა

დემოკრატიული პარტიის წევრებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მთავრობის მიერ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) დაფინანსება დაბლოკეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაფინანსების პაკეტმა, რომელიც აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების შენარჩუნებას ეხებოდა, აშშ-ის სენატში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა. დაფინანსების გაგრძელებას მხარი 45-მა სენატორმა დაუჭირა, 55 კი მის წინააღმდეგ წავიდა და, შესაბამისად, რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის განსახილველად საჭირო 60 ხმის შეგროვება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხმის მიცემის დროს დემოკრატებს რამდენიმე რესპუბლიკელიც შეურთდა, მათ შორისაა სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი. გამოცემის ცნობით, მთავრობის „შათდაუნი“ შეიძლება დაიწყოს პარასკევს შუაღამის შემდეგ ერთ წუთში, თუ კანონმდებლები მის გადაწყვეტაზე ვერ შეთანხმდებიან.

„ბიბისი“ წერს, რომ თუ მთავრობის „შათდაუნი“ მოხდება, ეს იქნება მსგავსი მეორე შემთხვევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება მხოლოდ „ნაწილობრივი დახურვა“, რადგან უკვე მიღებულია კანონმდებლობა სექტემბრამდე ათობით სააგენტოს დასაფინანსებლად.

ცნობისთვის, 2025 წლის აშშ-ის ფედერალური მთავრობის „შათდაუნი“ ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი იყო და 43 დღე გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი 2025 წლის 13 ნოემბერს მოაწერა, რითიც „შათდაუნი“ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში
შემდეგი სტატიაუკრაინაში ერთი კვირის განმავლობაში მშვიდობა დაისადგურებს – პუტინი ტრამპის თხოვნას დათანხმდა