აშშ-ის სენატორებმა რიშმა და შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა  გასულ კვირას MEGOBARI Act-ი წარადგინეს – ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. ორპარტიული კანონპროექტი ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია და დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვს,

კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.

საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი ძლიერ გზავნილია, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთი პოლიტიკური სისტემისთვის.” ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე რიში.

“შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი [ქართველების] მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების – დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლის- წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გადავიდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში“ – ამბობს შაჰინი.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო – ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და უკრაინისთვის რთული იქნება, აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “თეატრალური უნივერსიტეტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია”