აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა ორმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით კანონმდებლებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა.

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება.

გასულ კვირას, აღნიშნული ფინანსური დახმარების დაჩქარებული წესით გაცემა რესპუბლიკელი სენატორის რენდ პოლის წინააღმდეგობის გამო შეყოვნდა

banner
წინა სტატიაში200-წლიანი სამხედრო მიუმხრობლობის შემდეგ, შვედეთმა ახალ გზა აირჩია, გუშინ ოფიციალურად წარვადგინეთ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი – ანდერსონი
შემდეგი სტატიამე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით