აშშ-ის სენატმა, ორპარტიული მხარდაჭერით, მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო. 467,5 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტი 75 ხმით დამტკიცდა.
ის მთავრობის რამდენიმე პროგრამას შეეხება. მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და სხვა პროგრამებს ფისკალური წლის ბოლომდე (30 სექტემბრამდე დააფინანსებს).
“იმ ხალხისთვის, ვინც წუხს, რომ გაყოფილი მთავრობა არაფრის კეთებას ნიშნავს, ეს ორპარტიული პაკეტი სხვა რამეს ამბობს,” – თქვა სენატის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უკვე გადაეგზავნა.