აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი არ აქვს

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი არ აქვს და რიგით მოქალაქედ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „სისხლის სამართლის ამ საქმის კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მოქალაქე ტრამპი გახდა, რომელსაც დაცვისთვის ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც სისხლისსამართლებრივი დარღვევისთვის ნებისმიერ სხვა ბრალდებულს”, – ნათქვამია სასამართლოს დასკვნაში. ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე საბოლოოდ შეიძლება, უზენაეს სასამართლოში გადავიდეს. აშშ-ის პროკურორმა ჯეკ სმიტმა დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი – „უცხოური ძალები“ ცდილობენ აქ ე.წ. „მესამე ძალა“ შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ, თუ ერთ-ერთ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი