25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვა გააუქმა

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოღებული საიმიგრაციო სავიზო შეზღუდვები ბათილად ცნო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პოლიტიკა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება.

თეთრი სახლი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებას იმ არგუმენტით ხსნიდა, რომ ეს პირები, სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ. თუმცა, The New York Times-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ვიზის გაცემაზე უარს ეუბნებოდნენ მათაც, ვისაც საკუთარი თავის დამოუკიდებლად რჩენა შეეძლო. მოქმედი კანონით კი თითოეული განმცხადებლის განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

შეზღუდვა საქართველოსაც ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ნუსხაში საქართველო „მაღალი რისკის“ მქონე სახელმწიფოების ჩამონათვალში მოხვდა, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით იყო შეჩერებული.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება აქვს, აღნიშნული ვერდიქტი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მაშველები კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ
შემდეგი სტატიაგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 დარღვევა გამოვლინდა