აშშ-ის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვი დამნაშავედ სცნო ირანის ხელისუფლების დაკვეთით ჟურნალისტისა და უფლებადამცველის მასიხ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა უკვე მიიღეს, საბოლოო განაჩენი კი სექტემბერში გამოცხადდება.

პოლად ომაროვი 40 წლის კრიმინალური ავტორიტეტია, აჯერბაიჯანული ფესვებით. მასთან ერთად მკვლელობის თანამონაწილედ გამოცხადებულია რაფატ ამიროვი.

გამოძიების თანახმად, 2022 წელს ომაროვი და ამიროვი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამის რევოლუციის დარაჯების” ხელმძღვანელი პირების დავალებით ამზადებდნენ ალინეჯადის მკვლელობას, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მკაცრად აკრიტიკებდა ირანის ხელისუფლებას. ასევე დადგინდა, რომ უფრო ადრე ირანის დაზვერვა ცდილობდა ჟურნალისტის მკვლელობას, მაგრამ ეს მცდელობები ჩაფლავდა.

კრიმინალური ავტორიტეტები აშშ-ის მოქალაქეს ხალიდა მეხტიევას დაუკავშირდნენ და 30 ათას დოლარად ჟურნალისტის მკვლელობა შეუკვეთეს. მაშინ მკვლელობა ჩაიშალა, რადგან ჟურნალისტს საეჭვოდ მოეჩვენა მის სახლთან არსებული მდგომარეობა და მიიმალა. იმ საღამოს კილერი ჩავარდა: პოლიციამ ის ბანალური საგზაო დარღვევის გამო გააჩერა, სალონში კი ავტომატი აღმოუჩინა და მაშინე დააკავა.

ომაროვი 2024 წელს ჩეხეთში, დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს და მალევე შედგა ექსტრადიცია აშშ-ში. ასე რომ, ომაროვი და უმაროვი ამჟამად ხუთი მუხლით არიან ბრალდებულები: შეკვეთილი მკვლელობა (10 წელი პატიმრობა), შეკვეთილი მკვლელობის გამო ჯგუფური შეთანხმება (10 წელი), შეთანხმება ფულის გათეთრებაზე (20 წლამდე); მკვლელობა გამოძალვის მიზნით (10 წლამდფე), ასევე იარაღის უკანონოდ ტარება (5 წლამდე).

banner
წინა სტატიაშითურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიასვეტიცხოველში წყალი ჩავიდა