აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. ამის შესახებ ხურციძემ სოციალურ ქსელში პოსტი თავად გამოაქვეყნა.
“მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო.

ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2-ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ.
1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ…ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა . ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი…“, – დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანთა ტრეფიკინგი – პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა
შემდეგი სტატია“საპატრიარქო იტყუება!… ეს აბსურდია.. მოსაწვევები დაურიგდათ მეუფეებს და პატრიარქს” – მამა გიორგი აბდუშელიშვილი