აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე მზადაა – კიტ კელოგი

კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე მზადაა . მისი თქმით, კონგრესი და თეთრი სახლი მზად არიან მათი დამტკიცებისთვის:

“ვისაუბრე სენატორ ლინდსი გრეჰემთან. კანონპროექტს ეწოდება „რუსეთის სანქციების აქტი 2025“. ვფიქრობ, გრეჰემი მზადაა მათი ამოქმედებისთვის”- აღნიშნა კელოგმა.

შეგახსენებთ, მანამდე რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრამპის მოთმინება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, უკვე ამოწურულია.

banner
წინა სტატიაშიყირიმის ხიდს წინათ ორჯერ დავარტყით, ღმერთი სამობითაა და ტრადიცია გავაგრძელეთ – მალიუკი
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიას მიმართ უფლებამოსილების გადამეტების გამო, სასჯელაღსრულების ორ თანამშრომელს ბრალი წარედგინა