აშშ-ის სამხედრო უწყება ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის პირველ შედეგებს აქვეყნებს.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა უკვე აიძულეს ათეულობით ხომალდი, შეეცვალათ კურსი და უკან, ირანში დაბრუნებულიყვნენ.
„ბლოკადის დაწყების დღიდან, 21 გემი დაემორჩილა აშშ-ის ძალების მითითებას, მობრუნებულიყვნენ და ირანში დაბრუნებულიყვნენ“, — ნათქვამია CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
















