15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა ჰორმუზის სრუტე ირანთან შეუთანხმებლად გადაკვეთა

Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი X-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა ჰორმუზის სრუტე ირანთან შეუთანხმებლად გადაკვეთა.

მისი ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ეს პირველად მოხდა:

“აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, შაბათს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა. აღნიშნული ნაბიჯი ირანთან კოორდინირებული არ ყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა ომის დაწყების შემდეგ”,-წერს Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი X-ზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა
შემდეგი სტატიასამტრედიაში ავტოავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა