აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მასშტაბური კონცენტრაცია საუდის არაბეთშიც ფიქსირდება

მანამ, სანამ ირანზე ვაშინგტონი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს, ამერიკის საჰაერო ძალების აქტივების მასშტაბური კონცენტრაცია ფიქსირდება საუდის არაბეთში, პრინც სულთანის ავიაბაზაზეც:

— 22 ერთეული KC-135-ის ტიპის საჰაერო ტანკერი
— 53 ერთეული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი
— 10 ერთეული C-130 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი.

— სხვა თვითმფრინავები განთავსებულია დამალულ სადგომებზე, ბოლო 24 საათში ასევე დაფიქსირდა ახალი თვითმფრინავების დაფრენაც.

ეს ბაზა ერთ-ერთ მნიშვნელოვან “გაშვების წერტილს” წარმოადგენს ირანზე შესაძლო იერიშისთვის — იორდანიის მუვაფაქ სალტის ავიაბაზასთან ერთად, სადაც გუშინ დამატებით 12 ერთეული F-22-ის ტიპის სტელს ავიაგამანადგურებელი დაფრინდა.

-ალფა სიხშირე-

banner
წინა სტატიაშიორი საქმეა, სადაც ევროსასამართლოში სიტყვა „მონა“ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გაჟღერდა – ნონა წოწორია
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს – რომეო მიქაუტაძე ღარიბაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონია