აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით ობიექტზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო ძალებმა თავდასხმა ამერიკელ პერსონალზე თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს.

აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, ეს არა ომის დასაწყისი, არამედ შურისძიების დეკლარაციაა და აშშ მტრებზე ნადირობას გააგრძელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დარტყმები ცენტრალურ სირიაში 70-ზე მეტ სამიზნეზე მოხდა.

მათივე ცნობით, სირიის ხელისუფლებამ „ისლამური  სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ თავისი ურყევი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აშშ-ის სამხედროების ცნობით, 13 დეკემბერს ცენტრალური სირიის ქალაქ პალმირაში, აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და სამოქალაქო თარჯიმანი მოკლეს. თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშულისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ეს არის პირადად ივანიშვილის პასუხისმგებლობა” – ხატია დეკანოიძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის რისკზე