აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე:ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შემანმა ჟენევაში რუს კოლეგასთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის საზღვრიდან.

„ჩვენ წარმოვადგინეთ იდეების მთელი რიგი, სადაც ჩვენს ორ ქვეყანას შეუძლია, განახორციელოს ურთიერთქმედებები, რაც იქნება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას“, – განუცხადა შერანმა ჟენევაში ჟურნალისტებს.

უენდი შერმანის თქმით, მან რუსულ მხარეს სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა. ამასთან, მან გამორიცხა რუსეთისთვის რაიმე გარანტიების მიცემა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანების საკითხზე.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები