აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

მთავარი თემები, რაზეც, სავარაუდოდ, ამერიკელი დიპლომატი მესამე სექტორთან ისაუბრებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, “ქართული ოცნების” ანტიდასავლური ქმედებები, რუსული კანონი და მედიის თავისუფლება იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, იმ პირობებში, როდესაც რუსული კანონი უკვე ამოქმედებულია და შეუშლის თუ არა ის ხელს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს.

დღესვე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესაც შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილეს დაგეგმილი აქვს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური – ევროკავშირის ვალდებულება იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ურყევი რჩება
შემდეგი სტატია“ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა