აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის: საქართველოში, მოლდოვაში და 2014 წელს უკრაინაში

„მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის: საქართველოში, მოლდოვაში და 2014 წელს უკრაინაში. ახლა კი ამ უკანასკნელის გამეორების საშიშროება დგას.
ამავდროულად, ეს საკითხი უფრო დიდია ვიდრე თავად უკრაინა. საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებზე, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია. ეს არის პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ძალის გამოყენებით უბრალოდ შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია უბრძანოს მეორეს თავისი არჩევანი ან ვისთან იქონიოს კავშირი, პრინციპი, რომ არ შეიძლება ქვეყნებმა თავისი მეზობლების დასამორჩილებლად გავლენის სფეროები გამოიყენონ. ეს წარსულის გადმონაშთი უნდა იყოს. ეს ყველაფერი დევს ახლა სასწორზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დავუჭიროთ მხარი, არამედ ამ საბაზისო პრინციპებსაც.”
– აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები!
შემდეგი სტატიაგიული ალასანია: ძალიან ეჩქარება, გამოვიდეს იქიდან ბოლოს და ბოლოს და იყოს თავისუფალი