5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისის საქმის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიალანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვს მატარებელი დაეჯახა