25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ტრაექტორია შეიცვლება

“ამ ეტაპამდე მათ ნაბიჯები გადადგეს ჩვენს დასარწმუნებლად, რომ მათ სურთ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ჩვენ მათ ხაზგასმით ვუთხარით, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო და რას ვითხოვდით ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ შეცვლილ ტრაექტორიას იქიდან, სადაც საქართველო დღეს იმყოფება.

მათ გვკითხეს, რა მოეთხოვებოდათ, რომ ჰქონოდათ უკეთესი ურთიერთობა აშშ-სთან, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე [ურთიერთობის] დაშენებას შევძლებთ და შეიცვლება ტრაექტორია არამხოლოდ ჩვენთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის მხრივაც”,_ ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

banner
წინა სტატიაშიდიდ ბრიტანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება