აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამი ამერიკელი გაუჩინარდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამი ამერიკელი გაუჩინარდა. „სქაი ნიუსის“ ცნობით, ორი მათგანის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან 39 წლის ალექსანდრ დრიუკე და 27 წლის ენდი ჰიუნი. ისინი ახლობლებს 8 ივნისის შემდეგ არ უკავშირდებიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორი ამერიკელი ყოფილი სამხედრო, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ, შესაძლოა, ტყვედ ჩავარდნილიყო. სავარაუდოდ ეს გასულ კვირას, უკრაინის არმიის ხარკოვის რაიონში კონტრშეტევის დროს მოხდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი დაკარგული ამერიკელის შესახებ, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამერიკის მოქალაქეების საკითხზე ვაშინგტონს მოსკოვთან ჯერ კონტაქტი არ ჰქონია და არ უნახავს რუსეთისგან მტკიცებულება, რომ ამერიკელები ტყვედ არიან ჩავარდნილები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუცია ცალსახად იყო არა მარტო პრობლემური, არამედ პირდაპირ ხელყო ევროკავშირის ღირსება
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთმა შექმნა ისეთი ფონი, რათა ყველას მოესმინა განგაშის სიგნალები, რომ დაეძაბა ვითარება, თუმცა არავის შეშინებია…