აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის 500 ერთეული PAC-3 ტიპის რაკეტის შესაძლო მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
შეთანხმების ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მასში ამერიკული საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის. შესყიდვას უკრაინა ეროვნული სახსრებითა და პარტნიორების — კანადის, გერმანიის, ნორვეგიისა და ევროკავშირის სესხის დაფინანსებით (JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში) განახორციელებს.
პაკეტში, რაკეტებთან ერთად, სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტებიც შედის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ნაბიჯი გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტაბილურობას.
















