„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.
“დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო დამატებითი ზომა ვიზის შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლითაც ვიზის გაცემა იკრძალება იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების [ორგანოების] მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს.
აშშ მკაცრად გმობს ქართული ოცნების განგრძობად, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას ქართველი მოქალაქეების, მათ შორის, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველ ხალხს ძლიერ სურს და დასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, დაექვემდებარონ სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებულია. ჩვენ [მიერ მიღებული] დღევანდელი ზომები აჩვენებს ჩვენს ურყევობას და ემატება ადრე მიღებულ ზომებს, რომლებიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათ ოჯახის წევრებს შეეხო”. – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.