აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი

„საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიის. იგი ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზეც საუბრობს.

„სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალს და ასევე პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან მათი საუბრების თვალთვალს. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურეს ისინი და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიურ თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო „ლოქდაუნის“ პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებდა კოვიდ 19-ის „ლოქდაუნის“ დროს დაწესებულ „პიკის საათთან“ დაკავშირებით გამონაკლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებზე მაშინ, როცა ყველა სხვა ჯგუფისგან, რომლებიც ცდილობენ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას, მოითხოვდნენ სპეციალურ განაცხადებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავარკეთილში დაკარგული მოზარდები იპოვეს