26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიას, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძეს და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძეს ხვდებიან.

რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

როგორც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ შეხვედრამდე აღნიშნა, ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოს საკითხით.

„ეს არის დროის ძალიან მოკლე ვადაში მესამე ვიზიტი. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ტრამპი არსად წასულა, პირიქით, სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა, საქართველოს და ამერიკის ეროვნული ინტერესები მეტად იყოს დაცული. ამას ადასტურებს რიგით მესამე ვიზიტი საქართველოში“, – აღნიშნა გეგელიამ.

შეხვედრა ასევე დაგეგმილია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

banner
წინა სტატიაშიდიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელი: 1 709 809 ლარი არის ახლა ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე
შემდეგი სტატიაფრინველთა არალეგალური სასაკლაოები წყალტუბოში, გორსა და სენაკში