აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი:პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი

პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა.

„ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რადგან პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი“, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიციაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა
შემდეგი სტატიაქართველი ექიმებისა და მეცნიერთა ჯგუფის მიმართვა