აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპი დაიწყოს.
საელჩოს ინფორმაციით, 25-28 მაისს თბილისში მყოფმა ამერიკულმა დელეგაციამ საქართველოს მთავრობას კონსტრუქციულ და მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.
მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. საელჩოს შეფასებით, ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის.















