აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კონსტრუქციული საუბრის საშუალებით მხარეებმა განსაზღვრეს კონკრეტული საწყისი ნაბიჯები ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის სტაბილიზაციისთვის.

აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი, რუსეთის დელეგაციას კი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ელჩი ალექსანდრე დარჩიევი.

„შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა საბანკო და საკონტრაქტო სერვისებზე წვდომის თაობაზე, ასევე მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სტაბილური და მდგრადი პერსონალის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები უახლოეს მომავალში შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დრო, თარიღი, ადგილი და მონაწილეთა შემადგენლობა მოგვიანებით განისაზღვრება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც 2024 წელს დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მეტად გაუარესდა | Economist Intelligence Unit
შემდეგი სტატიაSOLO-ს 3 მარტის შეთავაზებები მომხმარებლებს