აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით

სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.

„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტმა “ამერიკის ხმას.”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოს ექსპრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა