აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს

“არ იმოგზაუროთ საქართველოში” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს და 4 მიზეზს ასახელებს:

კრიმინალი – ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ არეალებში არსებობს ფართოდ გავრცელებული ან ორგანიზებული კრიმინალი, რომლის წინააღმდეგ სამართალდამცავებს შეიძლება რეაგირების შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდეთ
სამოქალაქო არეულობა – პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, რელიგიურმა და/ან ეთნიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა, სერიოზული შეფერხებები და/ან უსაფრთხოების რისკები
ჯანდაცვა – ჯანმრთელობის რისკები არსებობს, მათ შორის, მიმდინარე გავრცელებული დაავადებები ან კრიზისი, რომელიც აფერხებს ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურას
სხვა – არსებობს სხვა პოტენციური რისკებიც, რომლებიც არ შედის ჩამოთვლილ მაჩვენებლებში.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს
შემდეგი სტატიაუცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა