აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს – უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება, მისი მიზანია აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ციტატას, სადაც რუბიო ამბობს: „უცხოური დახმარება უნდა მიემართოს ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას უზრუნველყოფს“.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ქარდის სახით ავრცელებს მარკო რუბიოს იმ განცხადებას, სადაც რუბიო აღნიშნავს, რომ „უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება“. „მისი მიზანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევა“, – აცხადებს მარკო რუბიო.

შეგახენებთ, ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების პროგრამები შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე – ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის
შემდეგი სტატიაბაჩიაშვილის გატაცების საქმე ივანიშვილის მონაწილეობით იყო დაგეგმილი