აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა და თავიდან იქნება აცილებული სავარაუდო მსხვერპლი მომავალში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მადლობას მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას ამ ზომების მისაღწევად შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის – ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს.
ამერიკის შეერთებული შტატები სიხარულით უჭერს მხარს ას ნაბიჯებს და გამოთქვამს იმედს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება შემდგომ თანამშრომლობას. ჩვენ კვალავაც მოვუწოდებთ ყველა ტყვის დაბრუნებისკენ და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და მოაგვარონ გადაუჭრელი საკითები. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, რათა განიხილონ კონფლიქტის ამომწურავი პოლიტიკური მოგვარების საკითხი“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიკრწანისის ქუჩაზე ავარიის მსხვერპლი გაიზარდა
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის