აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტსერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტა“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში, ნატო არ ახორციელებს ძალების პოზიციონირებას მოლდოვაში მისი ხალხის ნების წინააღმდეგ, ეს არის საკითხები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა