აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი.

„შავ სიაში“ მოხვდა ბელარუსის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ასევე მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა. ასევე ნუსხაში არის ლუკაშენკოს თვითმფრინავიც.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სიაში არის ბელარუსის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი დმიტრი კროჩიკი, ასევე ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირი ალექსეი ალექსინი და მისი ოჯახის წევრები.

ამასთან ერთად, დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებისა და მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა. სულ ამ სიაში არის 101 ადამიანი და ისინი აშშ-ში ჩასვლას ვერ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიმდ. ტებეს სათავე შეიძლება სტიქიურ ზონად იქცეს (ფოტო)
შემდეგი სტატიახანძარი სტავროპოლის ოლქის გეორგიევსკის სამხედრო ნაწილში (ვიდეო)