25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის საპატიმროში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელიძე გარდაიცვალა

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის საპატიმროში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელიძე გარდაიცვალა-ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ართმელიძე არის 50-ე ადამიანი, რომელიც ICE-ის საპატიმროში გარდაიცვალა. ის 2026 წლის თებერვალში ნიუ-ორლეანში, ოპერაციის ფარგლებში დააკავეს და ლუიზიანას შტატში, უინის სასჯელაღსრულების ცენტრში 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ართმელიძე 4 ივნისს გარდაიცვალა.
ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
“მოუხედავად მისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისა, ართმელიძე დაახლოებით 23:22 საათზე გარდაცვლილად გამოცხადდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დადგინდება” – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ჯო უილსონის მოწოდებები მხოლოდ ხმაურის შექმნას ემსახურება
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია