აშშ-ის საელჩო ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება.

“აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოსა და რუსეთის შეხვედრას, რომელიც შვედეთის ხელშეწყობით შედგა. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა,”-წერია საელჩოს მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილაშა ტალახაძემ 3 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატია,,გთავაზობთ შეირჩეს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე”- რას წერს მამუკა ხაზარაძე