აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას

სოხუმის დაცემიდან 26 წლის გასვლას , საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება.

„26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან. ჩვენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას“, – აცხადებენ საელჩოში.

banner
წინა სტატიაში,,გთავაზობთ შეირჩეს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე”- რას წერს მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიააფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს